en
ge

EWMI/PROLoG-ის მხარდაჭერით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამცხე-ჯავახეთი. აგვისტოს დასაწყისში, EWMI/PROLoG-მა ბორჯომში იურიდიული დახმარების სამსახურსა და სასამართლო სისტემის წარმომადგენელთა შორის გამართულ სამდღიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.
შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოების საკითხის განხილვა და EWMI/PROLoG-ის მიერ ორგანიზებული საბაზისო კვლევის ძირითადი მიგნებების გაცნობა, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) განახორციელა. კვლევა მიზნად ისახავდა მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებული სირთულეების გამოვლენას და სასამართლო სისტემასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათი გადაჭრის გზების მოძიებას.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეები შეთანხმდნენ კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც შეფასების სისტემის შემოღების მიზნით განხორციელდება. ასევე, გადაწყდა, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების ადვოკატები შეფასებაში ჩაერთვებიან. ამასთან, იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭომ დაასრულა მუშაობა „იურიდიული დახმარების შესახებ კანონში" საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც პარლამენტს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)