en
ge

ნარდის ტურნირი ხანდაზმულებისთვის

აჭარა. ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის" ოფისმა ტრადიციულ ნარდის ტურნირს უმასპინძლა. ასოციაციის ბენეფიციარებთან ერთად, შეჯიბრებაში მონაწილეობა ქობულეთის რესურს ცენტრის გუნდმაც მიიღო.
ამ ტურნირის 2016 წლის გამარჯვებული 82 წლის ეთერ ჩხაიძეა, 2017 წლის გამარჯვებული კი, მუხაესტატეს საჯარო სკოლის დირექტორი, დავით მენაღარიშვილი გახდა. გამარჯვებულს თასი და სამახსოვრო პრიზი გადაეცა. სამახსოვრო საჩუქრების გარეშე ტურნირის არცერთი მონაწილე არ დარჩენილა.
აქტივობა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში" - ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023