აჭარა. 24 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით, გაიმართა მეათე ყოველწლიური საზაფხულო სკოლა საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა სამართალში.
საზაფხულო სკოლა მიმართულია მომავალი იურისტების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებისკენ საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა სამართალში და, დღესდღეობით, მიჩნეულია საქართველოში ადამიანის უფლებათა ხელშეწყობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად.
საზაფხულო სკოლის 28 მონაწილე ს საშუალება ჰქონდა მიეღო ცოდნა დარგის წამყვანი ექსპერტებისგან და გაეცნოთ კოლეგები. ბათუმში საზაფხულო სკოლის დაწყებამდე მონაწილეებს შეხვედრები ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტსა და სახალხო დამცველთან, რათა გაცნობოდნენ ამ ორი ინსტიტუციის როლს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარების პროცესში. სტუდენტები ასევე შეხვდნენ USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ტომას მორისს, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა საქართველოში USAID-ის მუშაობა კანონის უზენაესობის ხელშეწყობის მიმართულებით.
EWMI/PROLoG წლების განმავლობაში მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი