სამეგრელო-ზემო სვანეთი. შშმ პირთა დღის ცენტრების პროგრამის პედაგოგები და პედაგოგების ასისტენტები ანაკლიაში კვალიფიკაციის ასამაღლებელ სამდღიან ტრენინგ-კურსს გადიან. ეს სწავლება მონაწილეებს თავიანთ სფეროში ცოდნის მეტად გაღრმავებისა და პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.
დღის ცენტრების პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში