სამცხე-ჯავახეთი. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, ინტელექტუალური თამაში გაიმართა. თამაშში 3 გუნდი მონაწილეობდა.
ღონისძიება დაიგეგმა ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის, მხარდაჭერის პროგრამა PITA-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. ახალციხესა და ახალქალაქში პროგრამის პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირია".
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში