en
ge

"ლაზიკა კაპიტალის" საქმეზე შუალედური ანგარიში საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდა

თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა" მიკროსაფინასო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის" საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოების პროცესის შესახებ შუალედური ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა.
ანგარიში და საქმეზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მიეწოდა ევროკავშირის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, გერმანიის საელჩოებს, ეროვნულ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედ ორგანიზაციებს: The National Democratic Institute, International Republican Institute, humanrightshouse, FIDH, NHC, HRHF, OMCT და Amnesty International. „ახალგაზრდა ადვოკატებმა" საქმეზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მიაწოდა, ასევე, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ადგილობრივ თვითმმართელობებს და პროფესიულ ორგანიზაციებს.
შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩადენილი ფინანსური დანაშაულის დროული გამოძიება, პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა, კომპანიის მიმართ დაზარალებულად ცნობის თაობაზე დადგენილების მიღება და ბიზნესის ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების დაცვა, სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრესს მიზანსა და ამოცანას უნდა წარმოადგენდეს, რასაც ჩრდილს აყენებს საქმის კვლავ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამმართველოსკენ გადამისამართება.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)