გურია. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ორგანიზებით, პროგრამა ,,მომავლის თაობის" ფარგლებში, ერთდღიანი ბანაკი მოეწყო. ბანაკის მიზანი 2017-2018 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმების შემუშავება იყო.
პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა გაწერეს ინდივიდუალური გეგმა, რომელიც მოიცავდა საკლასო პროექტის ან სათემო ინიციატივის განხორციელებას, საერთაშორისო დღის აღნიშვნასა და სტუმრის მოწვევას, ასევე პროგრამის ფარგლებში გამოცემული სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების და ბარათების კრებულის გამოყენებას.
ბანაკის ფარგლებში მომზადებული გეგმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს, მომდევნო სასწავლო წელს, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე აქტიურ და ორგანიზებულ მუშაობაში დაეხმარება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში