აჭარა. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნატოსა და ევროკაშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში" მონაწილეებს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და მისი მნიშვნელობა განიხილეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების როლზე მშვიდობის დამყარებისა და შენარჩუნების პროცესში.
ღონისძიება შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიასა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში