სამცხე-ჯავახეთი. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთში მოქმედი მედიასაშუალებებისთვის, დღეს გაიმართა ტრენინგი თემაზე: "2017 წლის არჩევნები და მედიის როლი". ტრენინგს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი უძღვებოდა.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ჟურნალისტების ინფორმირება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე, დისციპლინური პასუხისმგებლობა, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საქმისწარმოება, კენჭისყრის დღის გაშუქების პრინციპები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში