en
ge

გაცვლითი პროგრამა ნინოწმინდაში

სამცხე-ჯავახეთი. „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრთან" არსებული გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის მოხალისეებმა, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ნინოწმინდაში მცხოვრებ თანატოლებს ორდღიანი ტრენინგ-სემინარი ჩაუტარეს.
ტრენინგის თემა იყო "ეთნიკური უმცირესობების შესაძლებლობები და გამოწვევები დღეს საქართველოში". ღონისძიებას 20-მდე ახალგაზრდა დაესწრო. აქტივობის მიზანს ნინოწმინდაში მცხოვრების ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
ტრენინგი ორგანიზებული იყო "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრია".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)