კახეთი. მანავის „მომავლის ბანაკის" პირველი ნაკადის მონაწილეებს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენელები შეხვდნენ და ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები გააცნეს.
შევხედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის, ევროპული ფასეულებებსა და ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს. ლექციის შემდეგ გაიმართა ვიქტორინა, გამარჯვებულ ახალგაზრდებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში