გურია. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის აქტივისტი ერეკლე სამსონია, ცენტრში თავისი საქმიანობის შესახებ, ბლოგს აქვეყნებს.
„ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სტაჟირების პროგრამაში ჩავერთე, ცნობისმოყვარეობით და სიახლეების შეცნობის სურვილით. შემდეგ კი, გადავწყვიტე, ჩემი საქმიანობა თემში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებისკენ მიმემართა და პირველი სამუშაო შეხვედრა მათთან გავმართე, რათა სწორად განმესაზღვრა მათი საჭიროებები, მასტერკლასების დაგეგმვის მიზნით" - წერს ერეკლე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში