თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი რკინიგზელთა შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტს ეხმაურება.
„მეორე დღეა, შპს „საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაციულ შენობასთან, შრომის პირობების ცვლილებების გამო, შიმშილობის აქციას მართავენ. 2017 წლის 15 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ორჯერ იმყოფებოდნენ და მონიტორინგი გაუწიეს აქციის მიმდინარეობს. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის მონაწილეებს უკანონოდ ერთმევათ კარვის გაშლის შესაძლებლობა, რითაც ხელი ეშლებათ შეკრების თავისუფლების სრულყოფილად რეალიზაციის პროცესში", - წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უზრუნველყოს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონისმიერი პრინციპების თავის საქმიანობაში დანერგვა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დროულად გატარდეს სათანადო ღონისძიებები15 აგვისტოს მომხდართან დაკავშირებით და, მომავალში, კანონშესაბამისი გარემოებების პირობებში, არ შეეშალოს ხელი აღნიშნული თუ სხვა აქციის მონაწილეებს კარვით სარგებლობასა და შეკრების თავისუფლების რეალიზაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი