აჭარა. 2017 წლის 15 აგვისტოს, საზოგადოებრივი განვითარების აკადემიამ და "ბათუმის ამერიკულმა კუთხემ სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის, დაიწყო პროექტი „ლიდერთა საზაფხულო სკოლა". პროექტს უძღვება ამერიკაში Saint Cloud-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირებისა და ლიდერობის დოქტორანტი, შორენა დოლაბერიძე.
სკოლის ფარგლებში, მონაწილეები გაივლიან შემდეგ საკითხებს: ლიდერობა, ლიდერობის ტიპები, ლიდერების უნარჩვევები, ეფექტური კომუნიკაცია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში განხილული თემები და გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს/წარმოადგენდეს ამერიკელი ხალხის და ამერიკის მთავრობის პოზიციას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში