თბილისი. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა აზერბაიჯანელი უფლებადამცველების მხარდაჭერის პროექტი დაიწყო. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია აზერბაიჯანიდან დევნილი უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების, მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერა და გაძლიერება, მათი ინტეგრაციის ხელშიწყობა საქართველოში. პროექტის ფარგლებში, ასევე, მომზადდება ჟურნალისტური ნამუშევრები საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან დაკავშირებით.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი პროექტს ახორციელებს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, წევრ ორგანიზაციებთან ერთად – „ადამიანის უფლებათა ცენტრი", „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი", „კონსტიტუციის 42-ე მუხლი", „საფარი’, „ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრი – კავკასია", „მედიის ინსტიტუტი".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი