თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევა „საჯარო დაწესებულებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია". კვლევის მიხედვით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალური დოკუმენტი 23 საჯარო დაწესებულებიდან 21-ს არ აქვს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმა 2012 წელს მხოლოდ ერთ საჯარო დაწესებულებას – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა შემუშავებული.
„აუცლებელია თითოეულ საჯარო დაწესებულებას შემუშავებული ჰქონდეს საკომუნიკაციო სტრატეგია და დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელშიც არამარტო ხედვები და პრიორიტეტები, არამედ დასახული მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი კონკრეტული საქმიანობები იქნება გაწერილი თარიღების მიხედვით და მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების ვინაობების მითითებით. ასეთი დოკუმენტის არსებობა გაადვილებს კომუნიკაციას საზოგადოებას და მთავრობას შორის, უფრო შედეგიანს გახდის სამთავრობო დაწესებულებების მუშაობას და გაცილებით მეტი ადამიანისათვის გახდის ხელმისაწვდომს სახელმწიფო სერვისებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)