თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლმა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი განახორციელა.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დაბრუნების ოპერაციის განმავლობაში რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება არ მომხდარა. დადებითად უნდა აღინიშნოს მიგრანტებისათვის თვითმფრინავის ბორტზე საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ.
ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნავს, რომ კვლავ პრობლემად რჩება დასაბრუნებელი პირების ოჯახთან სატელეფონო კონტაქტის უზრუნველყოფა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი