en
ge

სახალხო დამცველის რეკომენდაცია სსიპ სამტრედიის N 15 საჯარო სკოლას

თბილისი. სახალხო დამცველი, სსიპ სამტრედიის N 15 საჯარო სკოლის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს.
„საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების სრულად დაცვის, მათთვის შესაბამისი სოციალური და ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფის, რესოციალიზაციის, პიროვნული განვითარების, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების სრულად გამოვლენის უფლებით სარგებლობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა ღონე უნდა იხმაროს სამტრედიის N15 საჯარო სკოლის არსებული მოდელის შეცვლისა და არსებული რეფორმის განხორციელებისთვის; კერძოდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აღნიშნული სკოლაში მოთავსებულ არასრულწლოვანთა საჭიროებების უზრუნველყოფისა და მათი საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციის მიზნით, აუცილებელია, შემუშავდეს ბენეფიციართა მომსახურების ტექნიკური რეგლამენტი და ზრუნვის სტანდარტი, რომლის საფუძველზეც უნდა შემუშავდეს ბენეფიციართა რესოციალიზაციის დეტალური, ზოგადი და ინდივიდუალური გეგმები, სადაც გაიწერება კონკრეტული შემეცნებითი, განმავითარებელი, შემოქმედებითი, სპორტული და სხვა საქმიანობები; გარდა ამისა, ბავშვების პანსიონში განთავსებამდე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად და ყოველმხრივ უნდა იქნეს შემოწმებული ბავშვების მიმართ მსგავსი უკიდურესი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, მიზანშეწონილობა და დასაბუთებულობა; ამასთან, მიეცეს ბავშვს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა", - წერია მიმართვაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)