აჭარა. კონფერენცია „აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა და ინიციატივები” ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა „მომავლის თაობის” პროგრამის მონაწილეებთან ერთად გამართა. ღონისძიებაზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ინიციატივების მნიშვნელობის თაობაზე ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში, თავიანთი ინიციატივები მონაწილეებს პოლონეთის ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა გააცნეს.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, საქართველოს 9 რეგიონის 12 ქალაქში და მიზნად ისახავს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში