en
ge

არასამთავრობოების განცხადება საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით

თბილისი. საკონსტიტუციო რეფორმის ირგვლივ, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დღეს დაგეგმილ კონსულტაციებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები განცხადებას აქვეყნებენ.
„დღევანდელი კონსულტაცია იძლევა ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობას, რაც მისასალმებელია. მიგვაჩნია, რომ საკვანძო საკითხს კონსტიტუციის პროექტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლა წარმოადგენს", - წერია განცხადებაში, - „მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში აზრთა სერიოზულ სხვადასხვაობას არაერთი საკითხი იწვევს, მათ შორის კვლავაც პრობლემურია დებულებები პრეზიდენტის არჩევის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების შესახებ, მივიჩნევთ, რომ პირველ რიგში აუცილებელია კონსენსუსი შედგეს საპარლამენტო საარჩევნო სისტემის გარშემო".
განცხადების ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ მხარეებს,
მოვუწოდებთ მხარეებს, არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული პოზიციებიდან გამომდინარე და გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მიიღონ.
სრულად 
წყარო: TI-ის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)