სამეგრელო. ასოციაცია „ათინათში" გაიმართა ტრენინგი „თანასწორთა განათლება”.
„ტრენინგის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერი და მამაკაცების ჩართულობა თანასწორობის მიღწევის პროცესში. ასევე, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ადრეული ქორწინება და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენცია, ეფექტური კომუნიკაცია”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში