en
ge

საია-ს განცხადება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის თაობაზე

თბილისი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავაშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.
„ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში შესაძლო არასათანადო ჩარევების და კომისიების მმართველ პარტიასთან ასოცირებული პირებით დაკომპლექტების განზრახვების შესახებ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყურადღებით სწავლობს როგორც მედიაში ამ მიმართულებით გავრცელებულ ინფორმაციას (და ამ ინფორმაციის შეგროვების და გავრცელების კანონიერებას), ასევე დააკვირდება თავად კონკურსების პროცესს და საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მიაწვდის სრულყოფილ, ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებას აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
საია ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, პროფესიული წევრების კვოტით კომისიის შემადგენლობაში რეალურად იყვნენ წარმოდგენილნი დამოუკიდებელი, კომპეტენტური კადრები და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული ან მისდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანები; ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი; ძირეულად შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მარეგულირებელი კანონმდებლობა.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)