en
ge

კოალიცია: არსებობს სტრასბურგში წარდგენილი სიის მესამედ ჩავარდნის საფრთხე

თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კოალიციის შეფასებით, კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი, ისევე, როგორც დამდგარი შედეგი, კვლავ უსამართლოა და არ აკმაყოფილებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის შესახებ" რეზოლუციის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში თავიდან უნდა იქნეს აცილებული პროცესის პოლიტიზირება.
„ჩატარებული კონკურსის პირობებში უკვე მესამედ არსებობს სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი სიის ჩავარდნის რეალური საფრთხე, რაც კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და ინტერესებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
სრულად 
წყარო: კოალიციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)