თბილისი. მთავარი პროკურატურის მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ბრალდებით თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დაკავებასთან დაკავშირებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" განცხადებას ავრცელებს.
„ვინაიდან კომისია პასუხისმგებელია თბილისის მთავრობისთვის ქალაქის განაშენიანების, მიწათსარგებობის, სპეციალური ზონალური შეთანხმების დადებისა და სხვა საკითხებზე დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებაზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ამჟამად იკვლევს მისი წევრების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებსა და კორუფციის რისკებს. ამ მიზეზით ორგანიზაციას შესწავლილი აქვს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსან ლევან ძაგნიძესთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის რისკებიც", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი