en
ge

სახალხო დამცველი ქულის მინიჭების წესის კანონმდებლობით მოწესრიგებას ითხოვს

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა, უსახლკაროდ რეგისტრირებული პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურაში ქულის მინიჭების წესის კანონმდებლობით მოწესრიგების თაობაზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და თბილისის მუნიციპალიტეტის მერს წინადადებით მიმართა.
„უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის თავშესაფრით უზრუნველყოფის პროცედურის ის ნაწილი, რომელიც მოქალაქეებისთვის ქულების მინიჭებას ეხება, არ არის დარეგულირებული რაიმე სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, ქულების მინიჭება ხორციელდება კომისიის წევრების პირად შეხედულებებზე დაყრდნობით და ისინი დამოუკიდებლად განსაზღვრავენ კონკრეტული კრიტერიუმისა თუ პრიორიტეტის საფუძველზე პირისთვის მისანიჭებელი ქულის ოდენობას. საყურადღებოა, რომ მინიჭებული ქულა არსებითად განსაზღვრავს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხს, ვინაიდან რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო იზრდება მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მიღებული პასუხის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში, ამ საკითხის მოსაწესრიგებლად, შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანაა დაგეგმილი.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)