აჭარა. ENPARD-ის პროექტის ბენეფიციარებისთვის 13-20 სექტემბერს ხულოს მუნიციპალიტეტში ჩატარდება ტრენინგები სოფლის განვითარების ევროპული მოდელის - LEADER მიდგომის შესახებ.
შეხვედრები ჩატარდება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში" ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი