თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს დასკვნას საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.
ორგანიზაცია მიესალმება კანონპროექტის შემუშავებას, როგორც საჯარო სამსახურის მიმდინარე რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს, თუმცა, აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ უზრუნველყოფს რეფორმის კონცეფციაში გათვალისწინებული ერთიანი და თანასწორი ანაზღაურების სისტემის შექმნას, არსებული არათანაბარი მიდგომების აღმოფხვრას და საჯარო სამსახურის შესახებ ბიუროს რეკომენდაციებით მიმართავს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი