en
ge

TI: ჟურნალისტი არ არის ვალდებული იყოს მოწმე

თბილისი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (TI) ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტების პროკურატურაში შესაძლო დაბარების ფაქტს ეხმაურება. საქმე ეხება მედიაში დახურული სასამართლო სხდომის მასალების გასაჯაროებას.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, კანონმდებლობის თანახმად, ჟურნალისტი არ არის ვალდებული იყოს მოწმე და მისცეს ჩვენება პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, გათქვას ინფორმაციის წყარო.
TI მიიჩნევს, რომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიუხედავად სასამართლო სხდომის დახურვისა, ჟურნალისტებს სრული უფლება ჰქონდათ, მოპოვებული მასალა გაესაჯაროებინათ. შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურს, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული გამოცდილების შესაბამისად და არ დაიბაროს ჟურნალისტები დაკითხვაზე მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)