en
ge

სასამართლო გადაწყვეტილებებში იურიდიული პირების დაშტრიხვის საკითხი

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „სასამართლო გადაწყვეტილებებში იურიდიული პირების დაშტრიხვის საკითხი".
„19 ოქტომბერს, სპს „საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტმა" განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება, სადაც მოსარჩელეები არიან ივანე ამირაძე და სხვები სრული სახით, მხარეთა სახელების დაშტრიხვის გარეშე. სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს გადაწყვეტილებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საჯარო დაწესებულებებიდან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვის წესთან მიმართებით IDFI-მ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N857). აღნიშნული სარჩელის ფარგლებში IDFI-მ გაასაჩივრა საქართველოს კანონმდებლობის რიგი დებულებები, მათ შორის, საერთო სასამართლოთა გადაწყვეტილების გამოთხოვის წესიც. აღნიშნული სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო, თუმცა საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. IDFI-ის კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლის საფუძველზეც საადვოკატო ბიუროს უარი ეთქვა მის მიერ მოთხოვნილი გადაწყვეტილების გადაცემაზე. შესაბამისად, გადაწყვეტილების გაცემაზე უარი ეყრდნობოდა ნორმებს, რომელთა კონსტიტუციურობაც სადაოდ არის გამხდარი საკონსტიტუციო სასამართლოში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად... 
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)