en
ge

საინფორმაციო კამპანია უვიზო მიმოსვლის შესახებ

თბილისი. 9 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ" უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის - „ევროპა სახლია" პრეზენტაცია მოაწყო.
„კამპანია იმართება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პარტნიორობით.
კამპანიის ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), რომელიც 60-ზე მეტ რეგიონულ ორგანიზაციას აერთიანებს.
უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის "ევროპა სახლია” ფოკუსი იქნება საქართველოს რეგიონები, განსაკუთრებით მაღალმთიანი, საზღვრისპირა, კონფლიქტური, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტები და სოფლები. კამპანია წარმოადგენს მსგავსი ტიპის კამპანიების უნიკალურ მაგალითს, რომელიც გააერთიანებს სახელმწიფო სტრუქტურების, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორების ძალისხმევას.
აღნიშნული კამპანია ეხმიანება ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიას 2017-2020 წლებისთვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)