თბილისი. PITA ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრები, 8 ოქტომბრიდან, 5 დღის განმავლობაში, მონაწილეობას იღებენ, თბილისში, საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ თემატურ სკოლაში, თემაზე: „სოციალური მეწარმეობა, პასუხისმგებლობა და ინოვაციები".
„თემატური სკოლის ფარგლებში, სხვადასხვა ინოვაციური მიდგომების, ასევე ტრენინგების, სასწავლო ვიზიტების, მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრების, გამოცდილებით სწავლების და როლური თამაშების გამოყენებით, მონაწილეები მიიღებენ ცოდნას მეწარმეობის და სოციალური პასუხისმგებლობის, ასევე, ბიზნესთან თანამშრომლობის სტრატეგიებზე და მიდგომებზე. სკოლის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოში არსებული ახალგაზრდული სტარტაპების მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ. გარდა ამისა, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა რამდენიმე სოციალური საწარმოს მაგალითზე გაეცნონ სოც. საწარმოების საქმიანობებს და სოციალური მეწარმეობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიმუშაონ ბიზნეს გეგმები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში