6 ოქტომბერს, ჟენევაში გაიმართა სემინარი სახელწოდებით - „დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის პერიოდში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის მიზნით დაცვის ეფექტიანი გარანტიების უზრუნველყოფა".
„შეხვედრაზე მიმოიხილეს წამების პრევენციის კუთხით არსებული მიღწევები და გამოწვევები. მრავალჯერ გაიჟღერა მოწოდებამ სახელმწიფოების მიმართ, მიიღონ საჭირო ზომები წამების პრევენციის იდეის პრაქტიკული განხორციელების მიზნით და მჭიდროდ ითანამშრომლონ პრევენციის ეროვნულ მექანიზმებთან”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ombudsman.ge