თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხის განმხილველ სასამართლოს სასამართლო მეგობრის (amicus curiae) მოსაზრება წარუდგინა.
EMC მიიჩევს, რომ, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასაბუთებული, სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად, მნიშვნელოვანია, სასამართლომ სათანადოდ იმსჯელოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ თურქეთში მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრიმინაციულობის, ფეთულა გიულენის მოძრაობის ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნევის თვითნებობისა და თურქეთის რესპუბლიკაში წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რისკებთან დაკავშირებით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი