en
ge

სახალხო დამცველი - თბილისის საკრებულოს დღევანდელi სხდომის თაობაზე

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი თბილისის საკრებულოს სხდომის დახურვის საკითხს ეხმიანება.
„თბილისის საკრებულო განიხილავს მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სიმბოლურ ფასად გასხვისების საკითხს... აღნიშნული საკითხის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, რის გამოც სახალხო დამცველმა საკითხის საკუთარი ინიციატივით შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო", - ნათქვამია სახალხო დამცველის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, - „სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ წინმსწრებად, რაიმე სავარაუდო სამომავლო საფრთხეზე მითითებით სხდომის ყველასათვის დახურვა დაუშვებელია. თუ სხდომაზე რომელიმე დამსწრე პირი დაარღვევს კანონის მოთხოვნებს, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მის მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს კანონით გათვალისწინებული ზომები. თუმცა, რაიმე ჰიპოთეტურ საფრთხეზე მითითებით ზოგადად საკრებულოს სხდომის საჯაროობის შეზღუდვა გაუმართლებელია".
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023