საქართველოში ENPARD-ის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ, „ქეა საერთაშორისო კავკასიაში", ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 7 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსთვის ჰოლანდიაში 4-დღიანი სასწავლო ტური მოაწყო.
სასწავლო ტური ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ENPARD-თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის" ფარგლებში შედგა და სოფლის მეურნეობის სფეროში ცნობილ ჰოლანდიურ კოოპერატივთან – HollandDoor Cooperative U.A-თან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი