იმერეთი. გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრება ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში ჩაატარეს თანატოლთა განათლების ტრენინგი გენდერული თანასწორობის თემაზე.
„ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის შესახებ ცოდნისა და უნარ–ჩვევების განვითარება მოსწავლეებისათვის.
11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გოგონათა უფლებების აღიარებასა და დაცვას, განათლების ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას. ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციაზე, რომელსაც გოგონები ყოველდღიურად აწყდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში