იმერეთი. 11 ოქტომბერს, ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში" განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით რეგიონალური კონფერენცია გაიმართა.
„კონფერენციის მიზანი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმართველობების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის როლის გაზრდის მნიშვნელობა და მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ კანონში ცვლილებების შემუშავება გახლდათ.
კონფერენციაზე მოხსენებით ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარსდგნენ თავიანთი გამოცდილება ბინათმესაკუთრეებს გაუზიარეს. ასევე მოეწყო პანელური დისკუსია ამ სფეროში თვითმმართველობებისა და სხვადასხვა აქტორების ჩართულობის მნიშვნელობაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში