თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აქვეყნებს განცხადებას სახელისუფლებო პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის მიერ შუალედური ანგარიშის არასწორ ინტერპრეტაციაზე.
„10 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში „სამართლიანი არჩევნების" შუალედური ანგარიშიდან წინასაარჩევნო შეხვედრების შესახებ მონაცემების არასწორი ინტერპრეტაცია
მოახდინა. ანგარიშის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ 163 შეხვედრა ჩაატარა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა კი მხოლოდ 7 შეხვედრა.
კახი კალაძის მხრიდან ეს ინფორმაცია იმგვარად იყო გაჟღერებული, რომ მაყურებელს უქმნიდა არასწორ შთაბეჭდილებას კახი კალაძისა და თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალექსანდრე ელისაშვილის საჯარო შეხვედრების რაოდენობაში არსებული მნიშვნელოვანი განსხვავების შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში