en
ge

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” განცხადება

თბილისი. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო" ეხმაურება თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას კანონდარღვევით აეკრძალა სხდომაზე დასწრება.
„თბილისის საკრებულოს განცხადება, რომლის თანახმადაც დაიხურა კოლეგიური ორგანოს, საკრებულოს, სხდომა დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მოქალაქეების, მათ შორის, პარლამენტის წევრების საკრებულოს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა კანონით არის გარანტირებული. ამასთან, კანონმდებლობა განმარტავს საკრებულოს სხდომის დახურვის წესს და ამომწურავად ჩამოთვლის მისი დახურვის საფუძვლებს, რომელშიც არ არის გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დასახელებული "პროვოკაციებისა და არეულობის პრევენცია", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" დაუშვებლად მიიჩნევს საკრებულოს სხდომის თვითნებურ დახურვას და გამოთქვამს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას კანონდარღვევით მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების პროცესში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)