თბილისი. 6-8 ოქტომბერს, EWMI/PROLoG-მა, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით ორგანიზება გაუწია ორდღიან სამუშაო შეხვედრას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის.
„სამუშაო შეხვედრა დაეთმო საკასაციო საჩივრის წარდგენის ახალ დასაშვებობის კრიტერიუმს, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში იქნა მიღებული. ის უზენაეს სასამართლოს ავალდებულებს გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებების დასაშვებობის საკითხი შეამოწმოს მისი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან თავსებადობის კუთხით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდი.
წყარო: ewmi-prolog.org