12-14 სექტემბერს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) საერთაშორისო კონფერენცია "Networking works” გაიმართა, რომელშიც ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციის, RDFG-ის თავმჯდომარემ და პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" მენეჯერმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება მონაწილე ქვეყნების ადგილობრივი განვითარების ჯგუფების, ე.წ. LAG-ების წარმომადგენლების ერთმანეთისთვის გაცნობასა და მათ შორის ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. RDFG, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულ LAG-ს წარმოადგენდა. საერთაშორისო კონფერენციაში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი