თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქვეყნებს ამონარიდს სტატიიდან: „შშმ ბავშვის უფლებები პრიორიტეტი არ არის".
„2016 წლის ივნისს სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანეს. მას შემდეგ უშედეგოდ ელოდებოდნენ პროცესის ჩანიშვნას. რამდენიმე თვის წინ სასამართლოდან აცნობეს, რომ მოსამართლე შეიცვალა და პროცესი კიდევ უფრო გაიწელა. PHR-მა პროცესის დაჩქარებით ჩანიშვნაზე სასამართლოს წერილობით 4-ჯერ მიმართა, მოსამართლის თანაშემწეს არაერთხელ დაურეკეს. მაგრამ დღემდე არ იციან, როდის დაიწყება საბას საქმის განხილვა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com