en
ge

ნარკოპოლიტიკის პლატფორმის განცხადება

თბილისი. საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” ეხმაურება ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრას, რომლის განხილვის ძირითადი საგანი პლატფორმის მიერ მომზადებული და პარლამენტის ხუთი დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი იქნება.
„მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტში არ არის ერთგვაროვანი პოზიციები და ამ დრომდე სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობს მუშაობა, რათა უკეთესად მოხდეს დეპუტატების ინფორმირება კანონპროექტის შინაარსისა და მიზნების ირგავლივ და პრინციპული საკითხების თაობაზე მიღწეული იყოს კონსენსუსი. განსხვავებით საკანონმდებლო ორგანოსგან, ცალსახად უარყოფითია მთავრობის დასკვნები კანონპროექტზე და სამწუხაროა, რომ ეს დასკვნები ძირითადად სამართალდამცავი ორგანოების პოზიციებს ემყარება", - ნათქვამია პლათფორმის განცხადებაში, - „პლატფორმისთვის, ისევე როგორც ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესის მხარდამჭერი ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ინიცირებული კანონპროექტის განხილვები პოზიტიურად დასრულდეს საშემოდგომო სესიაზე და დროულად მოხდეს ცვლილებების ამოქმედება”.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)