en
ge

სახალხო დამცველის წინადადება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების თაობაზე

თბილისი. 2017 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების შესახებ ზოგადი წინადადებით მიმართა. საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" (WISG) მომართვის საფუძველზე დაიწყო.
ზოგადი წინადადებით სახალხო დამცველმა მოითხოვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობის შემთხვევაში განიხილოს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მსხვერპლისთვის დაფინანსების გამოყოფის საკითხი; გაუპატიურების შედეგად დაორსულებული ქალისათვის დაფინანსების მექანიზმის შემოღების შემთხვევაში, დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს მსხვერპლის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ამასთან, დაფინანსების გამოყოფისთვის აუცილებელ წინაპირობას არ წარმოადგენდეს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილება და საკითხის დღის წესრიგში დაყენებისათვის საკმარისი გახდეს გაუპატიურების საქმეზე გამოძიების დაწყება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)