თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ანგარიში აღწერს და აფასებს დანაშაულის პრევენციის სფეროში მოქმედ სამართლებრივ რეჟიმს და პოლიციის უფლებამოსილებებს.
„პრევენციული საპოლიციო ღონისძიებები საპოლიციო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ფართოდ გავრცელებული და შედარებით ახალი მიმართულებაა. პრევენციული საპოლიციო სისტემა გულისხმობს ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც მიემართება დანაშაულის ან სამართალდარღვევის თავიდან აცილებისა და აღკვეთისკენ და სხვადასხვა ინტენსივობის საპოლიციო მოქმედებებით ხორციელდება.
წარმოდგენილი ანგარიშით „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)" აგრძელებს დანაშაულის პრევენციის კომპლექსური საკითხის ანალიზს და ცდილობს, დეტალურად აღწეროს და შეაფასოს საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების მიზნები და საფუძვლები, ამ სფეროში მოქმედი სტანდარტები და სხვა ქვეყნების გამოცდილება, მოქალაქეთა დაცვის გარანტიები პოლიციასთან კონტაქტის დროს, საპოლიციო პრევენციულ საქმიანობაზე კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge