აჭარა. 15 ოქტომბერს ტოლერანტთა კლუბში კინოჩვენება გაიმართა.
„კლუბის ერთ-ერთმა წევრმა, მარი ხოზრევანიძემ, ტომი ჰუპერის ოსკაროსანი ფილმი, „დანიელი გოგონა" აჩვენა. ფილმის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება განეხილათ მასში წამოჭრილი პრობლემები და დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი", ნათქვამია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში