en
ge

ტრენინგი თემებზე: მრავალფეროვნების მართვა, მოხალისეობის არსი

თბილისი. 14-15 ოქტომბერს, წყნეთში, ბაქსვუდის სკოლაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტუტორების სკოლის მონაწილეთათვის ჩატარდა ტრენინგი თემებზე: მრავალფეროვნების მართვა, მოხალისეობის არსი, სტერეოტიპები, გუნდის მართვა და ტოლერანტობის არსი.
„ტუტორიუმი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არაფორმალური განათლების პროგრამა, რომლის ფარგლებში მაღალკურსელი სტუდენტები, ტუტორები, ერთი სემესტრის მანძილზე ეხმარებიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის არაქართულენოვან სტუდენტებს, აკადემიურ, საუნივერსიტეტო თუ სამოქალაქო სივრცეში ორიენტაციასა და სხვადასხვა პრაქტიკული დავალების მომზადებაში.
ტუტორობა ეს არის მეგობრობაზე, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობაზე აგებული ურთიერთობა, რომლის დროსაც ხდება სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების დაახლოება, ერთმანეთის კულტურის გაცნობა და ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
ტუტორიუმის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება ახალგაზრდებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)