საქართველო. საქართველოს მთავრობის 50-მდე წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო სწავლებაში, ევროკავშირის სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და გახორციელების პრაქტიკის შესახებ, რომელიც თბილისსა და ბორჯომში, 11-14 ოქტომბერს ჩატარდა.
საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის მდგრადი სოფლის განვითარების მთავარ კონცეპტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, გაეცნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებს, სოფლის განვითარების პროგრამების დაგეგმივსა და წარმართვის პროცესს, პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელებაში დაინტერესებულ მხარეთა როლს და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან თანამშრომლობით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი