en
ge

შრომის ინსპექტირების აქტების დახურულობის წესი არაკონსტიტუციურიად სცნეს

აჭარა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების აქტების დახურულობის წესი. ამ ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს.
2017 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა EMC-ის და ა(ა)იპ „ერთობა 2013"-ის ერთობლივი სარჩელი მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წესთან დაკავშირებით, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებულ ანგარიშებს/დასკვნებს და რეკომენდაციებს არასაჯარო ინფორმაციად აცხადებდა. მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დახურულობის წესის გაუქმება გულისხმობს ინსპექტირების შედეგების, დასაქმებული პირების სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან შრომით პირობებზე სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დასაქმებულებისა და მესამე პირებისათვის.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)