en
ge

TI ციანიდის საქმეზე ჟურნალისტების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (TI), ციანიდის საქმესთან დაკავაშირებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
„მედიის წარმომადგენლები უფლებამოსილი არიან განახორციელონ კონტროლი ხელისუფლების საქმიანობაზე და მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ ქვეყანაში არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საკითხების შესახებ. „ციანიდის” საქმის მიმართ, რომლის სასამართლო სხდომის დახურვამ კრიტიკა დაიმსახურა, მომეტებული საჯარო ინტერესი არსებობს. მედიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს გარკვეული წვლილი შეაქვს საზოგადოებაში ამ თემაზე არსებულ დისკუსიაში, შეიცავს რა მნიშვნელოვანი მოწმეების ჩვენებებს, რომელიც უშუალოდ "ციანიდის” საქმეში ფიგურირებდნენ. შესაბამისად, ჟურნალისტებს ჰქონდათ სრული უფლება მოპოვებული მასალა გაესაჯაროებინათ, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული მასალა დახურული სასამართლო სხდომის ჩანაწერს წარმოადგენს", - აცხადებს TI.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)